“ტაბულა”–მ ინგლისური ენა არ იცის?!

არ გეგონოთ, რომ ავი სიხარულით გაღჟენთილმა დავიწყე ამ პოსტის წერა. აი, დამცინავი ტონი – ეს კი. დაცინვა ამ პოსტში უხვად იქნება. რადგან ვთვლი, რომ თუ პრეტენზია გაქვს მაღალ ხარისხზე და ინფორმაციის სანდოობაზე, ასეთი შტერული შეცდომა არ უნდა დაუშვა სერიოზულ სახელს წაპოტინებულმა ჟურნალმა. ეხლა დაე თვითონ იწვნიონ როგორია სიცილი..

მამაჩემის წყალობით ხელში ჩამივარდა ამ კვირის, ამ თვის, ამ წლის ჟურნალ ტაბულას ერთ–ერთი გვერდის დასკანირებული ვარიანტი. აქვე შემოგთავაზებთ, ინებეთ:

сканирование0001

როგორც კი თვალი გადავავლე ამ ტექსტს, მივხვდი რომ დილეტანტის ნაწერია. უფრო უარესი: უვიცის და ამ სფეროში გაურკვევლის. პირველი რაც თვალში მომხვდა: ანტიკური დამწერლობის ასოებია გამოყვანილიო. ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში ანტიკური (მომდინარეობს სიტყვა antique–დან, თვითონ პერიოდს ჰქვია antiquity ან კლასიკური ხანა) გულისხმობს ანტიკის პერიოდის კუთვნილებას, ანუ რომლის ქრონოლოგიური ჩარჩოები ასეთია: ძვ. წ. VIII – ჩვ. წ. V საუკუნის შუა წლები. დამწერლობა, რომელსაც ნეოასურულ სახელმწიფოში იყენებდნენ, ანტიკური ხანის გამოგონება არაა, დამწერლობა ლურსმულია, ანტიკურ პერიოდამდე უფრო ძველი. ასე რომ თვითონ ძეგლია (ფირფიტა) დათარიღებული ანტიკური ხანით და არა დამწერლობა! მეორე, რაც თვალში მომხვდა, ესაა ის, რომ ეს “აქამდე უცნობი დამწერლობის ასოები” გაშიფრეს, დადასტურებულად თან. ვის ატყუებთ თქვე ოხრებო! უცნობი დამწერლობის გაშიფრა კომპიუტერზე ტექსტის აკრეფვა ხომ არ გგონიათ? იცით რამხელა შრომა უნდა? და თანაც, ყველა მეცნიერი სწორად კი არ შიფრავს?! დანარჩენი ბლა–ბლა–ბლაა და პოპულისტურად ნაწერი უვიცობა… უკვე ლამის ყოველი სიტყვა გადავამოწმო, აღარ ვენდობი!

ამიტომ ავდექი და მოვიძიე ორიგინალი, ანუ წყარო საიდანაც ეს “დაიჯესტი” გამოწურეს.

ვაიმე და ვუიმე.. როგორ ხშირად ვიხსენებ თამუნას სიტყვებს, სხვისი ნათარგმნის გასწორებას ხელახლა ვთარგმნო, ეს მირჩევნიაო. ვაგლახ, ასეთი თარგმანი ვის არ შეშლის ჭკუიდან…

ორიგინალი  ინფორმაციის წყარო: http://www.cam.ac.uk/research/news/archaeologists-discover-lost-language/

(და კიდევ ესეც: http://zwingliusredivivus.wordpress.com/2012/05/10/an-ancient-language-newly-discovered-is-it-shubrian-what-is-shubrian/ ეს კაი ბლოგია)

სადაც წერია, რომ თურქეთში, ზიარეთ თეფეს არქეოლოგიური გათხრებისას იპოვეს სასახლის ნანგრევები და ერთადერთი თიხის ფირფიტა (სავარაუდოდ სასახლის გადაწვის შემდეგ გამომწვარი) ოდნავ შელახული სახით (დაზიანებულია).

The evidence for the language they spoke comes from a single clay tablet, which was preserved after it was baked in a fire that destroyed the palace in Tušhan at some point around the end of the 8th century BCE. Inscribed with cuneiform characters, the tablet is essentially a list of the names of women who were attached to the palace and the local Assyrian administration.

ამ ციტატაში წერია, რომ თიხის ფირფიტაზე ლურსმულზე შესრულებული წარწერაა, სადაც წარმოდგენილია ქალების (სავარაუდოდ მონების) სახელები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ადგილობრივ ასურულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან (რადგან აქ სასახლის ნანგრევები იპოვეს).

ხედავთ ხო, რომ სახეზეა “ტაბულას” სტატიის/ დაიჯესტის პირველი უხეში შეცდომაც?

ყველაზე საინტერესო მერე მოდის.

MacGinnis was handed the task of deciphering the tablet and has identified a total of 144 names, of which 59 can still be made out. His analysis systematically rules out not only common languages from within the Assyrian Empire, but also other languages of the time – including Egyptian, Elamite, Urartian or West Semitic. Even at its most generous, his assessment suggests that only 15 of the legible names belong to a language previously known to historians.

აქ წერია, რომ სულ 144 სახელია ამოკითხული, რომლიდან 59 ჯერ ისევ იკითხება. ანალიზმა ცხდაჰყო, რომ აქ არის არა მარტო ასურული სახელები, არამედ ეგვიპტური, ელამური, ურარტული ან დასავლურ სემიტური.  ანუ იმედია ხვდებით, რომ საუბარია  მონა ქალთა სახელების წარმომავლობაზე (და არა საკუთრივ დამწერლობაზე). საუბარია იმაზე, რომ სახელების გარკვეული ჯგუფი არა ასურული წარმოშობისაა, შესაბამისად სხვა ენას ეკუთვნის, რომელიც ისტორიკოსებისთვის უცნობია. ვისაც კი ოდისმე წაუკითხავს ჩედვიკის “მიკენური სამყარო”, ან მსგავსი, გაახსენდება ამოკითხული აბზაცები იმის თაობზე, თუ როგორი რუდუნებით შიფრავენ ხოლმე ენათმეცნიერები სახელების წარმომავლობას და ენობრივ მიკუთვნებას. ეს უნდა იცოდე, ეს უნდა გქონდეს წაკითხული.

შენ, რომელსაც წინ გიდევს ინგლისურენოვანი სტატია და გინდა აქედან დაიჯესტური ნიუსი გააკეთო, უნდა გესმოდეს შინაარსი, უნდა გესმოდეს როგორ თარგმნო ისე, რომ აზრი არ დამახინჯდეს, თორემ მიიღებ პოპულისტურ აბდაუბდას –  როგორი ლოგიკურად შეუსაბამო დაკვნებია: ფირფიტაზე უცნობი დამწერლობის ნიშნებია, წარწერა კი მაინც გაშიფრეს და დაადგინეს რომ აქამდე უცნობი ენაა…

მეცინება. აი მაგრად მეცინება. ჟურნალი ტაბულა და ამხელა ამბიცია! როგორ ადვილად შეიძლება წყალს გააყოლო სახელი.. საერთოდ მე იმაზე დავფიქრდი, რომ ამბიცია ამ მაშტაბების არ უნდა იყოს… ცოტა დაუწიეთ დაბლა, ქალბატონო რედაქტორო.

საერთოდ რაც რედაქტორია, ის არის მთლიანად ჟურნალიც და მისი თანამშრომლებიც. ვერავინ დამაჯერებს რომ რედაქტორის პირადი მოწონებით არ არიან მანდ მოხვედრილები. მადამ, რა კარგი “გემოვნება” გქონიათ… ასე გააგრძელეთ და პოსტების თემაც არ მომაკლოთ…

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

ანუ Tbilisi International Book Fair 2012, მე ვფიქრობ წლევანდელი ყველაზე აღსანიშნავია. შარშან ჩემი და იყო წასული და წიგნებით დახუნძლული მოვიდა (უნდა ვაღიარო, შესანიშნავი წიგნები მოიტანა, მათ შორის უმბერტო ეკოს “ვარდის სახელით”), წელს მე წავედი.

დღე 24 მაისი, ხუთშაბათი

მე და თაკო 3ზე შევხვდით და დავიძარით ექსპო ჯორჯიისკენ. მალე მივედით, მოვნახეთ მე11 პავილიონი და შევედით. იმ წამს თავბრუ დაგვეხვა წიგნით გამოტენილი აუარება თაროებისა თუ დახლების დანახვისას. ერთი და იმავე ადგილას ორჯერაც კი გაგვივლია და სულ ვიძახდით, ნეტა აქ ვყოფილვართ თუ არა?

წიგნები ასარჩევად უამრავი იყო, ფასებსაც არა უშავდა. საღოლ “დიოგენეს” , ნახევარ ფასში ჰქონდა გამოტანილი.

შევიძინე სულ 6 წიგნი + 1 ექსპო ჯორჯიის გარეთ (თავისუფლების მეტროსთან მდგარ ბუკინისტის წიგნებში ვიქექე და ედგარ ალან პო “აღმოვაჩინე”).

შედეგით ფრიად კმაყოფილი ვარ. უკვე მაქვს: 1) ტურაშვილის  “ჩაძირული ქალაქის ღამე” (ადრე ნათხოვარი მქონდა, ახლა ჩემი საკუთარი მაქვს); 2) რომანივით საკითხავი – როგორ ვასწავლოთ ახალგაზრდებს კითხვა; 3) ირაკლი ფარჯიანის კატალოგი; 4) ირინე ტატიშვილის “ხეთურ–ქართული ლექსიკონი, ნაკვეთი 1–ლი (შემოდგომაზე დამჭირდება :დ’; 5) ხოშტარიას “თბილისი ძველი სასტუმროები” და 7) ახალი თარგმანები 2009 – აქ შედის თანამედროვე პროზა, პოეზია, ესეისტიკა. მე და თაკომ რილკეს ლექსები დავინახეთ და ვეცით. მერე აღმოვაჩინე რომ რილკეს გარდა სხვაც ბევრია საინტერესო, თუნდაც ვიქტორ პელევინი და  მიშელ უელბეკი.

ძალიან მინდოდა დავითაშვილიც, მარა უკვე ფული აღარ მეყო. ეს სიამოვნება დამიჯდა 30,50 გელა :დ როგორც ვეუბნებოდი თაკოს: “ასჯერ ასი ლარიც რომ მქონდეს ამდენი წიგნის ყიდვას ვერ აუვალ თქო”.. ძალიან მინდოდა ტაშენის გამოცემებიც, გასაოცარი ხარისხის ილუსტრაციები ჰქონდათ მხატვართა კატალოგებს, მარა ნამეტანი ძვირი აღმოჩნდა.

დღე 26 მაისი, შაბათი

სურათების გადაღება ახლაც დამავიწყდა. არც ვდარდობ ამაზე. მთავარია წიგნი… ასეთი ხარბი ჯერ არასდროს ვყოფილვარ. მეც სხვებივით წიგნს თვალებით ვჭამდი. ამათ შემხედვარე მივხვდი, 1) წიგნის ფასი უნდა იყოს ზომიერი, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი; 2) წიგნი ჯერ ისევ ცოცხალია; 3) ხალხს კითხვა ჯერ ისევ უყვარს ^^

არ მოვყვები იმ თავგადასავლებს რაც გადამხვდა წიგნის ფესტივალამდე და მიშას შეხვედრამდე. ერთია, რა უცნაური დღე მაქვს…

მოკლედ, დღის შენაშენი – “გრძელფეხება მამიკო”, ჯინ უებსტერი, ინგლისურ ენაზე, 2011 წელს გამოცემულია და გამომცემლობა რაღაც ბერძნულენოვანია.. ვერ გავარკვიე.. მოკლედ ამას დაემატა ჩემი დის მიერ შეძენილი წიგნებიც და სიხარულით ვხტივარ ^^ რამდენი მაქვს წასაკითხი, დავჯდები ეხლა დავიწყებ.. “რომანივით საკითხავი” უკვე დავიწყე – ვფიქრობ ყველას სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს, მერე იქნებ ამაზე ცალკე პოსტიც დავწერო…

I love books Open-mouthed smile

დიანა უინ ჯონსის ჯადოსნური სამყარო

საერთოდ ინგლისი განთქმულია თავისი ირეალური, მიწიერ სამყაროს მიღმა რეალობით, სადაც ათასი ჯადოქრები თუ დემონები თუ პოლტერგეისტები ცხოვრობენ. ბევრმა კი ალბათ არ იცის (მეც არ ვიცოდი თავის დროზე), რომ ცხოვრობდა ერთი მშვენიერი ინგლისელი ქალბატონი, რომელიც წერდა შესანიშნავ მოზარდთა ზღაპრებს. ეს ქალბატონი იყო დიანა უინ ჯონსი (Diana Wynne Jones), რომელიც სამწუხაროდ 2011 წლის მარტში გარდაიცვალა. მისი ბიოგრაფია თავიდან ბოლომდე საოცარია, მაგრამ ყველაზე უფრო შთამბეჭდავი და ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ იგი სწავლობდა ოქსფორდში, სადაც მას ასწავლიდნენ ლევისი (C.S. Lewis) და ტოლკიენი ( J.R.R. Tolkien). მენიშნა ტოლკიენის გავლენა მომავალ მწერალზე.

მწერალ დიანას უამრავი გამორჩეული რომანები აქვს. მე კი გავიცანი “ჰოუელის მოსიარულე ციხესიმაგრით” – ესაა ტრილოგიის პირველი წიგნი. სანამ წიგნამდე მივიდოდი, მანამდე კი ვიცოდი 2004 წლის ამავე სახელწოდების ანიმე ფილმი. მიაზაკიმ ცოტა შეცვალა ნახატი ფილმი წიგნისგან, თავისებურად გადახარშა და თავისი სათქმელი მიამატა. მაგრამ ამით არაფერი დაშავებულა. ფილმი ფილმად კარგია და წიგნი – წიგნად. მე არ გეტყვით თუ რითი გასხვავდება წიგნი ანიმესგან. წაიკითხეთ და გაიგებთ!

Nice child ^^ I have found this photo in www Open-mouthed smile

Continue reading

ჩემი გზა…

ამიერიდან ნურავინ მეტყვის, რომ წინასწარმეტყველური უნარი არ აქვს ადამიანს. უკვე მჯერა. მაგრამ ღმერთი წინასწარ ხედვის ნიჭს კაკულიებს და მსგავს მატყუარებს არ აძლევს…

Photo0198 ზუსტად ეს წიგნი ჰქონდა ჩემ განსვენებულ ლექტორს, რომელსაც სურდა ხელოვნებათმცოდნეობის სფეროში პრიმიტივიზმის მიმართლებას გავყოლოდი. როგორც მეუბნებოდა, საქართველოში ხელოვნებათმცოდნეებს შორის არავინაა პრიმიტივიზმის მცოდნე და შენ ერთ–ერთი პირველი იქნებიო. კარგად მახსოვს, ამ წიგნს მაჩვენებდა და მეუბნებოდა გათხოვებ და გულდასმით წაიკითხეო. მაშინ მე ლითონპლასტიკა მიზიდავდა (პრინციპში დღესაც არ გამნელებია ლითონპლასტიკისადმი მიზიდულობა). გული მწყდება რომ იმდენად დიდი მონდომება არ გამოვიჩინე, როგორიც საჭირო იყო. ხოდა, აი დღეს, ვსწავლობ სტუში – იქ სადაც ლექტორს სურდა რომ მივსულიყავი, მოვხვდი ნანა ხაზარაძესთან – ადამიანთან, რომელსაც ძალიან სცემდა პატივს, და ვაკეთებ სადიპლომოს იმ თემაზე, რომელიც ახლოსაა პრიმიტივიზმთან. უფრო ფართო სფეროა და შესაბამისად მოიცავს კიდეც პრიმიტივიზმს..

როცა სწორედ ეს წიგნი მომიტანა მამამ და მითხრა, ნახე რას მივაგენიო, ზუსტად საშენო სტატიებია აქო, აი ამ მომენტში, რაღაც დამემართა და მოულოდნელად ამომიტივტივდა ის, რაც კარგა ხნის წინ უნდა გამეკეთებინა და რატომღაც ჩემი გონების კუნჭულებში იყო ჩამალული (არ ვიცი ვინ ან რამ ჩამალა)

მოდით და ნუ იტყვით, რომ რაღაც შემთხვევითობა არსებობს… მე ვიცი უკვე რაც არსებობს… ვიცი ჯგუფელებს არ მოეწონებათ ჩემი სენტიმენტალიზმი, მაგრამ მათ რა იციან მე როგორ ვცემდი პატივს ბატონ ალექსანდრეს და როგორ მოწიწებით ვიხსენებ მის ნათქვამს… იმიტომ რომ ძალიან მაკლია.

საერთოდ მენატრება უნივერსიტეტის წლები, როცა ბატონი გურამი, ბატონი ალექსანდრე, ბატონი გივი, ქალბატონი თამარი, ქალბატონი ირინა, ქალბატონი ნანა და სხვები და სხვები, გვასწავლიდნენ და ცდილობდნენ მოეცათ გარკვეული სახის ცოდნა და გამოცდილება, რაც სურდათ რომ დაეტოვებინათ ჩვენს თაობაში, დაენახებინათ ჩვენთვის ჩვენი გზა… ჩვენი ეკლიანი გზა…

ბატონო ალექსანდრე, მე გავყვები ამ გზას … რაღაც სტიმულივით მომეცა და .. იმედი მაქვს ^^

Un monstre à Paris

კიდევ ერთი ისტორია “ლა ბელე ე ლა მონსტერ”–ზე. მოდი, ჩემს სიტყვებს არ გადავასწრებ და თანამიმდევრულად დავიწყებ თხრობას.

ჯერ მინდა გითხრათ ვინაა რეჟისორი, ვინ ახმოვანებს და ა.შ.

imdb ბმული

რეჟისორი: ფრანგი ბიბო ბერჯერონი – ცნობილი სხვა ნახატი ფილმებით, როგორიცაა “გზა ელდორადოსკენ” და “ზვიგენის ისტორია”.

პროდუსერი: ლუკ ბესონი – უკომენტაროდ

სცენარის ავტორი: ბიბო ბერჯერონი და სტეფან კაზანჯიანი – აქ რომ სომეხი არ გამოერიოთ, აბა რანაირად? ამ ნახატში თუ სადმე პლაგიატს ნახავთ, ეს სულ ამ კაცის ბრალია!

მსახიობები: ვანესა პარადი (ლუსილ), მეთიუ შედიდი (მონსტრი ფრანკური)

მუსიკა: კომპოზიტორი და შემსრულებელი მეთიუ შედიდი.

***

მუსიკა შესანიშნავია, არ მეგონა ასე თუ ამეკვიატებოდა.. საერთოდ ფრანგული ენა მიყვარს, ლამაზი ენაა, თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა ადგილი უკავია ფრანგულ კულტურას ჩემთან, მაშინ გასაკვირი არაა, რომ ასე ვაბოდებ.

სიუჟეტი ნაცნობია. არ ვიტყვი ბანალური თქო, პირიქით, მე მესიამოვნა. ყურებისას რამდენიმე ალუზიური კავშირიც აღმოვაჩინე:

1) “ურჩხული და მზეთუნახავი” – სადაც არანაირი სასიყვარულო ისტორია არ აკავშირებს ამ ორ პერსონაჟს, გარდა მეგობრობისა. ფრანკური მონსტრია ამ სიტყვის გარეგნული გამოხატულებით, რადგან ის სინამდვილეში რწყილია.

2) “ოპერის მოჩვენება” – დიახ! მე მოჩვენებები არ დამწყებია. ფრანკური მონსტრია, მისი ეშინიათ, როგორც ერიკის. ის საოცრად მღერის, როგორც ერიკი. გაიცნობს ლუსილს, რომელიც კრისტინას მსგავსად მღერის. ფრანკური ასევე კომპოზიტორია, როგორც ერიკი. ორივე ერთად მღერიან. ფრანკურს ნიღაბი უკეთია, რომ ვერ იცნონ, როგორც ერიკს. არადა მგონია, რომ ფრანკურის პროტოტიპი იგივ მეთიუა–თქო (კომპოზიტორი და გამხმოვანებლი), მაგრამ რავიცი?

M in paris-2

ახლა რაც შეეხება მიბაძვას: ლუსილს ჰყავს სატრფო რაული (პირდაპირ კრისტინას ალიკვალია, ამაშიც კი), რომელთან რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ფრენკური ძალიან მოსწონს და მასზე დარდობს, როცა ეს უკანასკნელი განსაცდელშია. რაული თან ეჭვიანობს, თან არა… საერთო მტერი ჰყავთ, რომელსაც ერთობლივი ძალებით დაამარცხებენ

და რა თქმა უნდა, ბოლოს სიკეთე იმარჯვებს ^^

ანიმაცია მომეწონა მხატვრული თვალითაც.. მართალია ვერ დავიკვეხნი ჩემი გემოვნებით, ჩემი მხატვრული თვალით, მაგრამ რაც მაქვს, ის მაქვს და ამით ვამაყობ :დ :დ

M in Paris

პ.ს. გადმოსაწერი ლინკი არ მაქვს. მე online რეჟიმით ვნახე ^^ დაჰგუგლეთ ^^

ამასობაში ჩემი “ნამბერ უან” სიმღერა ანიმაციიდან

დავსტირი ჩემს ქვეყანას

დიახ, ცხარე ცრემლებით დავტირი ჩემს ქვეყანას. დასატირი კი მართლა არის. ამ ბოლო დროს იმდენ ამაზრზენ ფაქტს ვაწყდები (არცერთს არ დავასახელებ, იმდენად გული მერევა ზოგიერთ ამბიციურ ელემენტზე, საზოგადო მოღვაწის ღვაწლის თავს მორგება რომ სურთ), მიკვირს როგორ მოვაღწიეთ აქამდე. მგონი დროა 200 წლიანი ისტორიის მქონე ახალგაზრდა სახელმწიფოებს დავუთმოთ ასპარეზი “ბებრებმა”, ჩავალაგოთ ბარგი და წავიდეთ გაღმა, მარილის საძებნელად.. დედამიწაზე, მცხუნვარე მზის ქვეშ ქართველების ადგილი არ არის…

მეორე მხრივ, ეს ჭიასავით შემოჩენილი ილუზია, რომ წარსულში უკეთესი იყო, “წარსულში მზე ანათებდა და ახლა კი უსაშველოდ წვიმს” – მოსაშორებელია. კი ვარ რომანტიკოსი, მაგრამ განა ყველა რომანტიკოსი მელანქოლიკია? საღამოებს უმეტესად ლეპტოპთან მჯდომი ვატარებ. ვუყურებ ფილმებს, ვერთობი მეგობრებთან საუბრით, ვწერ სადიპლომოს და ვუსმენ მუსიკას. ერთი შეხედვით მომაბეზრებელია, მაგრამ მაინც, თითქმის ყოველ საღამოს, ეგრე გამყავს დრო. ხოდა, ახლა როცა ამ ერთნაირი სტრუქტურის საღამოებს ვიხსენებ, ვფიქრობ ვარ თუ არა მელანქოლიკი? უბნის კლინიკის ექიმს  რომ ჰკითხოთ, გეტყვით რომ მე დეპრესია მჭირს. დე–პრე–სი–ა.. აბა დავმარცვლო. ეს არაა ერთჯერადი მოვლენა, ეს არაა ფსიხოზი და ეს ნამდვილად არაა მელანქოლია. შეიძლება კი ვთქვა, რომ ჩემი თაობა (და ჩემს მომდევნოც) დადაღულია ამ ნერვების მომშლელი დეპრესიით? არადა, არ მინდოდა ჩემი თავის განზოგადება. ჩემს მდგომარეობას ვიცი რაც ეშველება, მაგრამ ჯერ არ ეშველება, ესეც ვიცი.

რაც ვიცი ის არასდროს არის საკმარისი.. არც უნდა იყოს.

***

არადა, ცხოვრების მესამედი გავიდა უკვე და როგორც იტყვიან, პახვასტატსია ნეჩემ!

 

მართალი სიტყვები.. განა ვის შეუძლია თქვას, რომ ღირებული საქმე გააკეთა?

***

ჩვენ ვცხოვრობთ როგორც პეპლები: დავფარფატებთ ბრმად ერთი ყვავილიდან მეორეზე და კიდევ გვყოფნის გამბედაობა ცხოვრება პროზაულობაში დავადანაშაულოთ. თან “პროზა” როგორც უარყოფით დატვირთვით… არადა, ჩვენ თვითონ ვართ პროზაულები.. ეს იმიტომ რომ ცხოვრება ირეკლავს იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ.

მე პროზა მიყვარს. მაინც, ბედი ისე დაწერს, რომ ერთი მეორეს არ დაემგვანება…

სამ სასწავლებელს აერთიანებენ…

სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ჩემი აღშფოთება.. წარმოგიდგენიათ, თბილისის კონსერვატორიას, სამხატვრო აკადემიას და თეატრალურ უნივერსიტეტს აერთიანებენ როგორც ერთიან სახელოვნებო სასწავლებელს და სსიპ–ს სტატუსსაც ჩამოართმევენ. ეს ნიშნავს, რომ აღარანაირი სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და თეატრალური უნივერსიტეტი დამოუკიდებელი სახით არ იარსებებს (20 მარტიდან) და იქნება რომელიმე უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი.. ალბათ ილიაუნის ან თსუ–სი…

რა გამოდის? რისთვის იწვალეს წინა თაობის ხალხმა, რისთვის ჩამოაყალიბეს და შექმნეს… რამხელა ბოროტებას აკეთებს საკუთარი ქვეყნის მთავრობა. მერე და ვის უკეთებს ამას? საკუთარ ხალხს, ქვეყანას.. სულ ფეხებზე იკიდებს…

გული მერევა ხელისუფლებაზე… ჩემი ამბავი კი კარგად მოგეხსენებათ, გულისრევას  ვერ ვიტან და თუ შეიძლება ნუ მაავადებთ. ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით ცალკე მე და ცალკე ჩემი ხალხი!

რა ეშველებათ სტუდენტებს? რა ეშველებათ ლექტორებს?

სადაა ყბა–დაღებული სტუდენტთა უფლებები? მოსწავლის უფლებები რომ ირღვევა და ხულიგნობის საბაბით განათლებას არ აძლევენ, ეს უკვე ვიცით…

სადაა ყბა–დაღებული და ე.წ. დემოკრატია? ლიბერალური რეფორმები?

არ მინდა იმ გინების დაწერა, მარა კი იმსახურებთ…. ხოდა, ბაბომ ტკაც :/

ძალიან მაინტერესებს რამდენი ხანი გასტანს ეს უბედურება… ზოგჯერ, როცა ამდენ მლიქვნელს და მლოკავებს ვუყურებ, ვფიქრობ ჩემთვის, რომ ახია ჩვენზე… მგონი, ქართველი ერი, როგორც ეთნოსი, როგორც ხალხი, უკანასკნელ დღეებს ითვლის, მგონი ჩვენი “დაისი” დადგა…

დასასრულის დასაწყისი!