საქართველოს ისტორია და ქართველები

წაგიკითხავთ ჟურნალ “სარკეს” გვერდებზე სასკოლო მარგალიტები? ერთი პერიოდი მეგონა რომ გამოგონილი იყო. თუმცა დღეს საპირისპიროში დავრწმუნდი.

ეს დღე ჩვეულებრივად დაიწყო. გეპეიში ლექციაზე მივცუქცუქდი. სანამ ლექტორი მოვიდოდა, მოწყენილი ვიჯექი. ვიცოდი რომ ეს კვირა წერის კვირაა და მინდოდა ჩემი ნაწერი ლექტორის თვალწინ დამეტოვა კათედრაზე.
ხოდა, უცებ თვალთ მომხვდა რვეულების გროვა: ბაკალავრების ნაწერები ისტორიის საგანში (ჩემი კათედრა არის ქართული კულტურისა და ისტორიის მიმართულება). როგორც თქვეს, 300 სტუდენტია ჩაწერილი ისტორიის საგანზეო. ხოდა, დამაინტერესა რას წერდნენ, როგორ წერდნენ, როგორ სწავლობდნენ და გადავწყვიტე ჩამეჭყიტა. ვაიმე დედა! ეს რა ვნახე!

საქმე გრამატიკულ შეცდომებს არ ეხება…. ნეტავ მარტო ეგ იყოს..

ორი საკითხი ჰქონდათ: კოლხას სამეფო და მეფე ვახტან გორგასალი.

ზოგიერთმა ნაწერმა შოკში ჩამაგდო. მაგალითად, ერთს ეწერა, რომ კოლხეთის მეფე აიეტს ჰეფესტომ აჩუქა სპილენძისქუსლიანი ხარები. ლექტორმა ქუსლები წითელი პასტით გადაუხაზა და თავზე წაუწერა: ჩლიქები!

მეორეს ეწერა, რომ კოლხას სამეფო ძვ. წ. VI საუკუნეში არსებობდა და რომ მე13 საუკუნეში მას ასურეთად მოიხსენიებდნენ (?!). ზუსტად ასე ეწერა, ერთ წინადადებაში და ლექტორმა რატომღაც 0-ის მაგივრად 2–იანი დაუწერა (მაქსიმალური 10დან).

მესამეს ეწერა, რომ გორგასალი 7 წლისა დაობლდა და რომ გამეფებულიყო სჭირდებოდა სპარსელთა თანხმობა. აქ თავი იჩინა დედამისმა (ზუსტად ასე ეწერა: თავი იჩინა) და დაუკავშირდა მამამისს, რომელმაც გორგასალს საქმე მოუგვარა.

მეოთხეს ეწერა: ვახტანგ გორგასალს მიეწერება (?!) ისეთი ნაგებობების შენება, როგორიცაა არტანუჯი, სვეტიცხოველი, თბილისი…

მეხუთეს ეწერა: ვახტანგმა დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა…

და ა.შ.

მოკლედ, გონებაში სულ “მამმა მია” მაძახებინა …

იმავდროულად, შესვენებაზე ლექტორები შემოვიდნენ და როგორც ჩვევიათ, საჭორაოდ დასხდნენ. დღის თემა: სტუდენტები და მათი შუალედური ნაწერები…
ერთმა თქვა, ზოგიერთები ისე მიწერენ, აღარ ვიცი რა ვქნაო… მაგალითადო, ერთმა დამიწერა: ფარნავაზმა მოკლა მამა და გამეფდა–ს სტილში…

ამ დროს მე უკვე ნერვიული ხითხითი მჭირდა… ისე, შემიძლია ჯგუფის ნომერი გავიხსენო 1120** და ბოლო ორ ციფრს არ ვასახელებ.. ვინმემ თუ თავი ამოიცნო, მინდა გითხრათ: მებრალებით.

სახლში რომ მოვდიოდი, მთელი გზა სულ იმას ვფიქრობდი, საჭიროა თუ არა საქართველოს ისტორია ისწავლოს ქართველმა და რატომ.

როგორც მე გავნსაზღვრე, ქართველმა, თუ ის თავს ქართველად მიიჩნევს, აუცილებლად უნდა ისწავლოს საკუთარი ქვეყნის ისტორია. რატომ? იმიტომ რომ უნდა იცოდეს ვინ არის, საიდან მოდის და სად წავა. ადამიანი მაშინ ხდება სრულფასოვანი ადამიანი, როცა ამ კითხვებს უსვამს საკუთარ თავს და თუნდაც კითხვები ვერ იპოვო ან პირიქით უამრავი პასუხი მიუსადაგო, კითხვები მაინც უნდა იყოს… კითხვები მამოძრავებელი ძალაა ადამიანის სულიერი სამყაროსი.

სწორედ ამიტომ, ქართველმა უნდა იცოდეს თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის და რატომ ეკუთვნის. მართალია საქართველოს ისტორია პურს არ გაჭმევს, მაგრამ ხომ უნდა იცოდე რა ქვეყანას წარმოადგენ?

არ მეთანხმებით? აბა რატომ და ამასთან, თქვენს რას ფიქრობთ საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხზე?

შემდეგი კითხვა: საერთოდ, რატომ უნდა ვისწავლოთ ისტორია?
იმიტომ, ჩემო კარგებო, რომ ისტორია არ არის ხელწამოსაკრავი საგანი, არ არის ზღაპრების გროვა. იგი სრულუფლებიანი მეცნიერებაა.

History (from Greek ἱστορία – historia, meaning “inquiry, knowledge acquired by investigation”) is the study of the human past.

ანდე ინებეთ:

Девиз науки: лат. Historia est magistra vitae — история учительница жизни.

და კიდევ მეტყვით, არ გვჭირდება სულელური თარიღებისა და ვიღაც ისტორიული პირების მოღვაწეობის დამახსოვრებაო?

მაშ აბა გსურთ ერთდღიანი მეხსიერება გქონდეთ? ისტორია ეს ხომ წარსულის ცოდნაა, მეხსიერებაა, საძირკველია, საფუძველია აწმყოსი და მომავლის.

არ გჯერათ?

მოგიწევთ

პ.ს. ფორუმზე ვიკითხე, კოლხა/გორგასალი რომელმა ჯგუფმა დაწერა თქო, იმ იმედით რომ აღმოვაჩენდი მათ და უფრო მეტს გავიგებდი.. მაგრამ სამწუხაროდ, ვერ…

About these ads

4 responses

  1. arada, sul ar mikvirs… asea, ras izam!

  2. ეჰ, რა ცუდია… მე გული მტკივა რომ არ იციან :(

  3. როგორ მიყვარს ისტორია <3
    ერთია სწავლა არ შეგეძლოს და მეორე არ ისწავლო უბრალოდ,და ამ ახალგაზრდებში 80%-ზე მეტი რომ "არ მინდა სწავლა"-ს წარმოადგენენ უბედურებაა :შ

  4. ისტორიის წიგნები უინტერესოდაა დაწერილი და მიტომ(აც).
    ფილმები გვაქვს ყალბი და პათეტიკური.
    ისტორიულ ჟანრში მომუშავე მწერლები თითქმის არ გვყავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 102 other followers

%d bloggers like this: