ფერი და ჩემი ბუნება…

დამტკვირეს… (ლოლ)

მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველა ფერი საყვარელია და ყველა განსაკუთრებით ლამაზი…

ყველა ფერს თურმე თავისი როლი, მნიშვნელობა, ძალა და ენერგია აქვს, თავისებურად მოქმედებს ცოცხალ არსებებზე..

ამიტომ დავფიქრდი იმაზე თუ რა ფერები და ფერთა შეხამებები მომწონს ყველაზე უფრო.

პირველ რიგში, ლურჯი და მისი გრადაციები.
ამბობენ რომ: ლურჯი აწყნარებს. ცისფერი პოეტური ფერია, ზეცის სომბოლო. ლურჯი ცივი ფერია, სიცივე მოაქვს, ერთგვარად გულგრილობის შთაბეჭდილება ქმნის.

შემდეგ, იისფერი, ბაცი და მუქი. მელნისფერი.
ამბობენ რომ: მიწიერი ცხოვრების სიმბოლო ფერია ხატწერაში. ესეც ცივი ფერია.

შემდეგ, მწვანე: სველი ბალახისფერი, სალათისფერი, მუქი, ღია.
ამბობენ, რომ: მწვანე ფლორის სიმბოლოა, სიმშვიდის მომტანი, გარდამავალი ფერია ცივსა და ცხელ ტონებს შორის. მხიარული ფერია.

მიყვარს ტყე, იმიტომ რომ ათასნაირი ფერებით სავსეა, ამასთან ნაწვიმარი ტყე ისეთი ლამაზია... გინახავთ სველი ხის მერქანი და სალათისფერი მწვანე ფოთლები? მე კი და აღტაცებაშიც მოვსულვარ...


შემდეგ, ყვითელი: მუქიდან ღიამდე.
ამბობენ, რომ ყვითელი მხიარული ფერია. თბილი, სითბოს ასხივებს და ადამიანს კარგ განწყობაზე აყენებს. (მე ხუთშაბათს რატომღაც ყვითელ ფერად აღვიქვავ) ჩვენი მზე ყვითელია…

შემდეგ, წითელი: შინდისფერი წითელი და ბაცი ვარდისფერი.
ამბობენ, რომ წითელი ენერგეტიკული ფერია, ცხელი, “კაპასი” და ვნებიანი.
ყველაზე ნაკლებ მიყვარს, თუმცა ჩემს გარდერობში არის მაინც წითელი. მას ვერ გაექცევი :)

შემდეგ, ყავისფერი: მუქიდან ღიამდე, კრემისფერი.
ესეც თბილი ფერია, მიწის სიმბოლო.

შემდეგ, შავი, ნაცრისფერი.
ამბობენ, რომ შავი გლოვის ფერია, ნაცრისფერი კი – უღიმღამო. მაგრამ მე მომწონს მაინც.

და ნუ თეთრი – ფერი სისპეტაკის, სიმშვიდის, სისუფთავის და იმქვეყნიური.

შეამჩნიეთ ალბათ, მე ყველანაირი ფერი მომწონს.

ასევე კლასიკური ფერთა შეხამებებიც: წითელი და შავი, შავი და ყვითელი (და არა ოქროსფერი), შავი და ცისფერი, შავი და მწვანე, წითელი და ლურჯი, ყავისფერი და ყვითელი, იისფერი და შავი, თეთრი და შავი, თეთრი და ლურჯი, თეთრი და იისფერი, თეთრი და წითელი… ღმერთო, შავი და თეთრი რამდენ ფერს უხდება?! ვაიჰ… :)
მე ის ადამიანი ვარ, ვინც ფიქრობს, რომ ლურჯ ჯინსს უხდება მწვანე ან ბაცი ვარდისფერი მაისური :)


ყვითელი, თეთრი და შავიიი :)


ესეთი ლურჯი ფერიც მომწონს


მიმაჩნია, რომ ფერები ძალიან მუსიკალურია. თუმცა ვიცი მე20 საუკუნეში მოდერნისტი მხატვრები ცდილობდნენ მუსიკა გადმოეტანათ ფერებში და არ გამოუვიდათ, მაგრამ მერე რა… ეს ფერს მუსიკალურობას ვერ წაართმევს.

კიდევ, გული მწყდება, რომ ხატვა არ ვიცი…

აი, ასეთი ვარ მე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ფერები როგორ განსაზღვრავენ ჩემს ბუნებას?

ვთაგავ კნუტს.
მზეს , molly Bloom და კიდევ ვაკანტურ ადგილებს ვტოვებ, ვისაც გინდათ, ხომ იცით რომ ძალიან გამიხარდება?
p.s. ვთაგავ ადოლისაც. იცით როგორ დამემართა? აი სახლიდან რომ გადიხარ, ორ ნაბიჯში ხვდები რომ რაღაც დაგავიწყდა, უკან მიბრუნდი, ის დავიწყებული აიღე, სარკეში ჩაიხედე და ისევ გახვედი, კარები გაიკეტე. ზუსტად ასე…

About these ads

16 thoughts on “ფერი და ჩემი ბუნება…

  1. მეც მასე ვარ,პრაქტიკულად ყველა ფერი მიყვარს,და ძალიან ’ფერიანი’ სამოსი მაქვს.

    Like

  2. “მე ის ადამიანი ვარ, ვინც ფიქრობს, რომ ლურჯ ჯინსს უხდება მწვანე ან ბაცი ვარდისფერი მაისური :)” <3 > შენ რა პოპულარული ყოფილხარ

    Like

    • როგორ პოპულარული? ვერ მივხვდი :დ იმის თქმა გინდა, რომ ასე ბევრი ფიქრობს? :) კარგია მერე ეს :)

      Like

      • ვაიმე ეს რა დამიწერია :)) სხვაგანვწერდი და აქ მიმიწერია ციტირებაზე კომენტარი… ვაბშე სხვა რაღცის თქმა მინდოდა . საერთოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ძლაიან კარგი გემოვენბა გქონია..მეც მიყვარს ეს ფერები და ასეთი მაისურები+ჯინსები <3…. სორრყ გაუგებრობისათვის ^_^

        Like

  3. Pingback: ყველაფერი და ყველა-ფერი « Here Comes The Sun

  4. Pingback: T(რ)ag-იზმი « კნუტის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s