ოპერის მოჩვენება – 5 (Final part)

როცა მუზიკლებზე ვსაუბრობდი, გამომრჩა ვებერის სხვა მუზიკლი – Love Never Dies, რომელიც ოპერის მოჩვენების გაგრძელებაა. აშკარაა, ლოიდისათვის ეს რომანი გულშიჩამწვდომი აღმოჩნდა. მუსიკა კარგია, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი სიუჟეტზე.

არადა, არ მიყვარს წიგნის არაავტორისეული გაგრძელებები. ეს უკანასკნელნი ცვლიან მწერლის აზრებს, გეგმებსა და ნაწარმოების მიმართულებას. ჩემი აზრით კი უბრალოდ ამახინჯებენ ნაწარმოებს.
აქაა ის გაგრძელებები, რომლებზეც ვსაუბრობ. განსაკუთრებით აღმაშფოთა სიუზან ქეის “ფანტომმა”, სადაც ერიკი და კრისტინა ერთად წვებიან, ერიკი კვდება, ფეხმძიმე კრისტინა კი ცოლად მიჰყვება რაულს… ამაზრზენია! პერსონაჟების ბუნების ასეთი დომხალი, ასეთი ცვლილება გასტონ ლერუს ორიგინალისგან, მე პირადად ამ სიუზან ქეის პლაგიატად ვთვლი! დანარჩენებისკენ არც გამიხედავს, ჩემი ნერვები, გული დავინდე და გასტონ ლერუს კეთილ მოგონებებს პატივი ვეცი…

რაც შეეხება ფილმებს..
ჰმმმ.. მე სულ რამოდენიმე ფილმი მაქვს ნანახი. ბევრი არ არის, ვერ გადაუსწრო დიუმას “სამ მუშკერეტერსა” და ჰიუგოს “საბრალონს” ეკრანიზაციების სიმრავლით, თუმცა ჯერ–ჯერობით უნაკლო ეკრანიზაცია ვერ ვნახე…

1) პირველი ფილმი რომელიც მე ვნახე და რომლითაც მე გავიცანი ოპერის მოჩვენება, იყო 1990 წლის ვარიანტი, სადაც ერიკის როლში გამოდიოდა ჩარლს დენსი, კრისტინას როლში – ტერი პოლო, ხოლო ერიკის მამის როლში – ბარტ ლანკასტერი. აქ სიუჟეტი შეცვლილია, თუმცა სასიამოვნო საყურებელია – გარნიეს სასახლეში ანუ პარიზის ძველ ოპერაშია გადაღებული.
2) 2004 წლის მუსიკალური ფილმი, რომელიც ვებერის მუზიკლის მიხედვით გადაიღეს. უნდა ვაღიარო, რომ აქ ყველა მსახიობი მღერის, გარდა კარლოტას როლის შემსრულებლისა… თვითომ ვებერის მოთხოვნა იყო რომ შეერჩიათ ისეთი მსახიობები, რომლებიც კარგად მღეროდნენ და ყველა მსახიობმა გაიარა აუდიენცია მასთან. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბატლერს გაუჭირდა ერიკის როლის მორგება სიმღერის კუთხით.. არ აქ სამუზიკლო ხმა და რა ვქნათ ეხლა…
3) 1925 წლის მუნჯი, შავთეთრი “ოპერის მოჩვენება”, რომლის გადაღების დროს გასტონ ლერუ იყო ცოცხალი და ის თავადაც აძლევდა რეკომენდაციებს რა და როგორ გადმოეცათ გმირების ხასიათში. მოგეხსენებათ რომანი ერთია, სცენარი და კინო მეორე..
და არის კიდეც ეს ფილმი ყველაზე კარგი ეკრანიზაცია ფანტომისა. ერთი ნაკლი აქვს: მუნჯურია.. და ძირითადად სტუდიაშია გადაღებული, თუმცა დეკორაცია შეძლებისდაგვარად მიახლოებულია სინამდვილეს.
ყველაფერი კარგია, მაგრამ მე პირადად დაბოლოება არ მომწონს – საწამებელი კამერიდან რაულისა და დაროგას გამოყვანის მერე კრისტინას ხელმეორედ მოტაცება, ერიკის სიკვდილი და ბრბოს შეჭრა ერიკის სახლში.
ფილმის განხილვა

4) ანიმაცია, 1897 წლის – ძალიან საყვარელი მულტფილმია. ბევრი მაცინა.
განხილვა ანიმაციის.

დანარჩენი ფილმების განხილვა და სრული სია იხილეთ აქ. მე უბრალოდ თვალი გადავავლე და ერთი ორი გიჟი რეჟისორიც აღმოვაჩინე. ღმერთო რამდენს აქვს თავში ჩალა!

დასასარულს ამას ვიტყოდი:
სინამდვილეში თუ შევიყვარებთ ისეთ ადამიანს, როგორიც არის ერიკი? ბევრი ამბობს, რომ ჰო, ისინი ამას შეძლებდნენ, რომ მათთვის გარეგნობა არ არის მთავარი, მაგრამ სინამდვილეში? რატომ არის, რომ ამდენი რამ შეუმჩვენელი რჩება თავიანთ ცხოვრებაში ასეთ ადამიანებს? აკი, მათივე მტკიცებით ისინი ხედავენ? პარალელები რომ გავავლოთ ბარათაშვილთან, თუნდაც. რატომ მივსტირით წარსულს? რომ გავიხსენოთ ვუდი ალენის ახლახანს გადაღებული ფილმი “შუაღამით პარიზში”, სადაც მთავარი პერსონაჟი, რომელიც თავის ეპოქას ვერ უდგება, სასწაულით ხვდება წარსულში, თავის საყვარელ კუმირებთან. ხოლო გოგო, რომელსაც ამ ეპოქაში გაიცნობს და შეიყვარებს, ის კიდევ წინ, წარსულში მოხვდება – ლოტრეკისა და მანე, დეგას გვერდით. ხოდა, როცა ბიჭი არწმუნებს გოგოს შენი ეპოქა უკეთესიაო, გოგო პასუხობს, რომ ეს ხალხი, სკოტ ფიჯცერალდი, ჰემინგუე, პიკასო და სხვები, ყოფით ცხოვრებაში ძალიან მოსაწყენები არიან.. მაშ რატომ გვჭირს ადამიანებს ეს, რომ თანამედროვეობას ვერ “ვგუობთ” და წარსულს მივსტირით, წარსულში გვინდა. რა იმალება წარსულში ასეთი მიმზიდველი?

6 comments on “ოპერის მოჩვენება – 5 (Final part)

  1. სიუჟეტი მართლაც, ოოოოოო
    გუსტავი რომ ერიკის შვილი გამოდგა… სერიალი მეგონა უცებ :D :D
    არადა, მუსიკა რა კარგია… :inlove:

    • მუსიკა კი, მაგაზე არ ვუარყოფ, ძალიან მომწონს, ვგიჟდები.
      მაგრამ სიუჟეტი… არადა კაცო წინაზე ისე დამთავრდა, ერთი აკოცა და ამ კოცნით ხო არ ფეხმიდებიან :დ

      თუმცა ვებერი ამას ოპერის მოჩვენების გაგრძელებას უწოდებს, მე მაინც ცალკე ნაწარმოებად აღვიქვამ.. არ გამოდის რა.. რაულს ძალიან ჩაგრავენ, ლამის რქები დაადგან :დ

        • რა თქმა უნდა, ყველაფერი ბნელ, უმთვარო ღამეებში ხდება :დ :დ :დ :ევილ:

  2. არ ვიცი წარსულში რა იმალება ასეთი მიმზიდველი,მაგრამ მეც ძალიან მინდა ერთი-ორი საუკუნით ადრე მომახვედრა,იქნებ მერე მივმხვდარიყავი. :)
    საეროდ,ხომ ამბობენ ადამიანს მიუწვდომელისკენ ლტოლვა სულ აწუხებსო,ხოდა მართალია..
    რაც შეეხება “ოპერის მოჩვენება”-ს და ერიკს,მხოლოდ ჟერარდ ბატლერის მონაწილეობით მაქვს ნაყურები მიუზიკლი და ძალიანაც მიყვარს. <3
    ერიკის შეყვარების კიდევ რა გითხრა,სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ქევან.. :)

    • არ არსებობს მუცელში პეპლები :დ არის მარტო მშიერი კუჭი და მისი ბუყბუყი :დ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s