Inherite The Wind…

ჩემო მეგობარო, მოწყენილი ხარ? არ გინდა სუსტი ნიავი ჩაიკრა გულს? – დიახ, დიახ, ეს სრულიად შესაძლებელია. ჩემი ნაგვიანები პოსტი ჯაზის სამყაროდან…

ჯვაროსნები ჯაზის მუსიკაში – The Crusaders – მათთვის ვინც არ იცნობს: ესაა ამერიკული ჯაზ ბენდი, რომელიც ძირითადად ჯაზ–ფანკის სტილში ასრულებს.

ის რომ მე მათზე (ან მათთან დაკავშირებით) უნდა ვწერო, ეს ჩემთვის ფაქტიურად ექსპერიმენტია. ადრეც მომისმენია ლაითი ჯაზ ვარიაციები და საერთოდ, მსუბუქ სტილში მომწონს, მიუხედავად იმისა რომ განწყობა უნდა.
ჩემი თავი მე თვითონ გამოვიწვიე და საქმესაც შევუდექი.

საქართველოში ჯაზით დაინტერესება საკმაო ხნის ისტორიას ითვლის (დაახლოებით 30–იანი წლებიდან მოდის). ოქროს ხანა სადღაც 50–60იან წლებში იყო. ალბათ თქვაც არ არის საჭირო თუ რა “1989 წელს იუნესკომ თბილისი ჯაზის მსოფლიო დედაქალაქად გამოაცხადა. ნიუ ორლეანის, ნიუ იორკისა და პარიზის შემდეგ ჩვენი თბილისი მეოთხე ჯაზ-ქალაქია.”

ჯაზი მუსიკალური მიმდინარეობაა, რომელიც სათავეს იღებს მე19-20 საუკუნეების მიჯნის აშშ–დან. ფორმირდა ევროპული და აფრიკული კულტურული სინთეზის საფუძველზე. მისი დამახასიათებელი შტრიხებია: პოლირითმულობა, იმპროვიზაციის უნარი,

ჯაზში იმდენი სტილია, რომ თავბრუ მესხმის და ვხვდები, რომ ყველა ამ ტერმინში გარკვევა გამიჭირდება. ამიტომ მე თავს ვანებებ ოფიციალურ და ამავე დროს მოსაწყენ ტონს, ვცდილობ გავარღვიო ჩარჩოები და გავიჭრა თავად მუსიკაში. აი ამ დროს კი უნდა მოიხმოთ თქვენი ქვეცნობიერი ^^

რომ გითხრათ რომ ძალიან ვგიჟდები ან ძალიან მაგრად მესმის, ეს ტყუილი იქნება. როგორც ზემოთ ვახსენე, იშვიათად ვუსმენ და ისიც მაშინ, როცა საამისო განწყობა მაქვს.
ვერ დავიჟინებ ზოგიერთებივით, რომ ჯაზი ეს ინტელექტუალური მუსიკაა. იმიტომ რომ ყველა სახის შემოქმედება ზოგადად ინტელექტს უკავშირდება, იქნება ეს ინტრუმენტალური, ე.წ. კლასიკური მუსიკა, ჯაზი, როკი თუ რაც… მთავარია მუსიკა იყოს იმ აღმაფრენის შემომტანი, რაც ავსებს შენს პიროვნებას და საინტერესოდ ქმნის შენ ცხოვრებას. ეს ხომ აქსიომაა, რომ უაზრო მუსიკას უაზრობის მეტი არაფერი შემოაქვს…

სადღაც 2010 წლის სექტემბერში დავიწყე ამ პოსტის წერა. ბევრი რამ მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. ეხლა ისიც კი არ მახსოვს წესიერად, თუ როგორ მყავდა წარმოდგენილი დასრულებული პოსტი. როგორც ძველი ჩანაწერიდან ვხვდები, რაღაც სასწავლო სახის მინდოდა. მინდოდა დავხმარებოდი მკითხველს ჯაზურ სამყაროში შესასვლელად. მაგრამ რა საოცარია, მე თავად მჭირდება მანდ არიადნას ძაფი და სხვისთვის როგორ მოვახერხებდი? მოკლედ, ცირკი ვარ რა…
ამის სანაცვლოდ, გიტოვებთ იუთუბის ამ ორ მშვენიერ ვიდეოს და ..
ლიტერატურას ჯაზზე:

ვიკიწყარო
ჯაზზ.რუ
ჯაზფორუმ.რუ
ესეც.

7 comments on “Inherite The Wind…

  1. “ჩემო მეგობარო, მოწყენილი ხარ? არ გინდა სუსტი ნიავი ჩაიკრა გულს?” არც მოწყენილი ვარ და სუსტი ნიავის ნაცვლად მსუქანი დედაკაცის ჩახუტება უფრო მარგებდა ამ მომენტში :D ნუ, ეგ კიდე სხვა თემაა :D
    ” ყველა სახის შემოქმედება ზოგადად ინტელექტს უკავშირდება” მასე თუ ავიღებთ, ადამიანის ყოფიერების ყველა ასპექტი კავშირშია ინტელექტთან, მაგრამ მე შემიძლია ისეთი მუსიკა მოგასმენინო, სერიოზული ეჭვები შეგეპარება ამაში :D ჯაზის აღქმას და შესრულებას მართლა ტვინის განძრევა უნდა, როგორც წესი, მარტო რიტმის, გულისფანცქალის ან მაღალი ხმით კაიფის დაჭერის მოტრფიალე კაცი ძნელად თუ დაამუღამებს ამ მიმდინარეობას. მე ამ უკანასკნელთ არ მივეკუთვნები, მაგრამ მაინც არ მევასება ჯაზი. გულთან არ მოდის.

  2. ჩემთვისაც განწყობის მუსიკაა ჯაზი. პრინციპში, ჩემთვის ყველა მუსიკა განწყობისაა. ერთი და უნივერსალურ-სავალდებულო არ მაქვს.

    ზურაბ ქარუმიზეს აქვს ძალიან კარგი “ჯაზის ცხოვრება”. მინი ენციკლოპედიაა.

  3. მაიცა და მონტრიოს ფესტივალი სად უკაცრავადვიყო და ტრაკში წავიდა? ან მონრეალის ფესტივალი?
    იუნესკოს ისე წსმის ჯაზის როგორც მე იეროგლიფებს ვკითხულობ.
    Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android

    • ეჰ, ეგ ფრაზა რომელიღაც საიტიდან ამოვიღე, ამიტომ ბრჭყალებშია, ანუ ციტატაა.. ხოდა, ჩვენში დარჩეს და ბევრი რამ არ ვიცი ჯაზზე :(

  4. მომწონს ჯაზი. :> მაგრამ როგორ ვთქვა,დიდ ხანს ვერ ვუსმენ ამ ჟანრს.. ძალიან რაღაცნაირი,მუსიკაა.. აი მართლა სიტყვები არ მაქვს,რომ აღვწერო როგორი “რაღაცნაირი”.. :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s