ა?

შევუდგე ეხლა მე ახალი პოსტის წერას, სანამ ზარმაც ბლოგერად დავუსახელებივარ ხალხს.. რა “სირცხვილი” უნდა იყოს ისე…
ახალ წლამდე ერთი კვირა დარჩა, არდადაგებამდეც ერთი კვირა, სადიპლომოს საქმე მიდის თავის გზაზე – საკმაოდ საინტერესოდ.. ასევე ქინდლის საქმეც მიდის თავის ბილიკზე..

საერთოდ ცხოვრება მიდის თავის გზაზე, დრო მიიწევს წინ და არ ჩერდება, უკან არ იხედება, კიდევ ერთი წელი ემატებათ ადამიანებს, საგნებს, დედამიწას, სამყაროს…
წარსულზე გვიფიქრია? იმედია ფეხებზე არ დაგვიკიდებია.. რადგან “წარსულს თუ კენჭს ესვრით, მომავალი ლოდს დაგიშენთ”…
გიფიქრიათ გამოცდილებაზე რაც შეგიძენიათ?

რაღაც წავიმაიმუნე საახალწლო ჰედერის მხრივ …

უნდა დავაყენო ავატარად და თუ შაიძლება ხითხითი გვერდით ოთახში!

რაც მინდოდა მეთქვა ისაა, რომ 19 წლის გახდომის შემდგომ, ახალგაზრდა ადამიანი ცალკე უნდა ცხოვრობდეს, მშობლებისგან დამოუკიდებლად. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ შეუნარჩუნდეს ჯანსაღი ფსიქიკა ამ ახალგაზრდა ადამიანსა და მის მშობლებს.. თუ ცალკე სახლი ვერა, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში ცალკე ოთახიც გამოდგება. გესმით? ხოდა კაი.. წარმატებას გისურვებთ, მეც მისურვეთ ცხადია… ამტანობა, გამძლეობა და ნებისყოფა დამანათლეთ… ამ ცხოვრებას როგორ ვერ უნდა გავუძლო, ა?

p.s. შობის ღამეა და მე კიდე რას ვწერ, მაკნატუნას ზღაპრული ღამეა ^^ 7 იანვრამდე :*

13 comments on “ა?

  1. ჰედერი ისედაც უმაგრესი გაქვს და თუ იმ წითელქუდა მაიმუნს აყენებ, არც ის იქნება ცუდი :)

    მთავარია, მოძრაობ, ქევან. ყველაფერი თავის გზაზე მიდის და ადრე თუ გვიან, ბოლოშიც გავა. აუცილებლად გავა.

    19 წლის ადამიანი ცალკე უნდა ცხოვრობდესო? ათასი პლიუსი შენ. გასაკვირია, და ეს მარტივი ჭეშმარიტება ბევრს არ ესმის.

    • მერი ქრისთმას, დაკარგულო ბიჭო ^^

      “ა” ყველაზე გავრცელებული ხმოვანია :დ

  2. ქევან შენს ბლოგზე რაღაც საოცარი გარემო სუფევს, ახლა რუსთაველის თეატრში მგონია თავი ბექის გამო. მოვიხიბლე.

    • ჩემი ბლოგის ფონად პარიზის ძველი ოპერის თეატრია, ოპერის ფანტომის თეატრის ^^ მე რომ ძალიან მიყვარს, ისეთის…

      ჰედერიც პარიზის რომელიღაც ისტორიული ძეგლია, დათოვლილი პალაის გარნიე ვერ ვნახე :(

      როდისმე პარიზში უნდა წავიდე ^^

  3. ამტანობას და გამძლეობას გისურვებ ქევან! :) მეც მჭირდება,ეგ ორი რამ ძალიან მაგარი რამეა..

  4. ეს ავატარი როგორ მიყვარს.. დააყენე მიდი, არ დაგცინებ :D
    ჰოდა, ამტანობა და გამძლეობა შენ! ვერ ვიტყვი, რომ მაგ მხრივ მესმის შენი, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, რომ შეიძლება სახლში ბევრი ხალხი დაფუსფუსებდეს ჩემ გარშემო…. ლამის გავგიჟდე

  5. @ანა,
    მადლობა ანუშკი :*
    @მარი
    დაყენებულ არს ფბ–ზე და სკაიტში ^^
    იმდენი ხალხი ფუსფუსებს ჩემს გარშემო, რომ ვერც ვიდეოჩათი ჩამირთვია სკაიპში და ვერც კარაოკე მიმღერია მიკროფონით :/
    რო ვიძახი ნევროზი მჭირს თქვა, დედაჩემი შეიცხადებს, ფსიქიატრი აგონდება და იმიტომ :/ ახლახანს თერაპევტთავ ვიყავით კუჭზე და ცალკე იმ ქალმა გაააგიჟა, :S :S :S

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s