ძეგლები და ქანდაკებები

წინა წელსაც, 31ში, ხელოვნების სფეროდან მქონდა პოსტი დაწერილი. ვატყობ ახლაც ამას ჩავიდენ და თუ ასე გაგრძელდება, მინიმუმ 3 წელი მაინც, გამოდის ტრადიცია ჩამომიყალიბებია ჩემს ბლოგზე.
მაგრამ ეს არაფერი. ბლოგერების დაუწერელი კანონით: წერ იმას რაც გაწუხებს, რაც გინდა რომ გარეთ სააშკარაოზე გამოიტანო.
მეც მინდა ერთი–ორი სიტყვით შევეხო ძეგლომანიას და ამ ბოლო დროს საქართველოს ტერიტორიაზე, ნაწვიმარის შემდგომ სოკოებივით გამრავლებულ, ძეგლებზე ვისაუბრო. მათი ღირებულებაც განვსაზღვრო.

როგორც ბუდა ამბობდა წლების წინ, როცა სადმე გაიჭედები, უკან დაუბრუნდი სათავეს და ხელახლა გაიარე გზაო. ინდივიდის ცხოვრება ასეთი ვერ იქნება, ასეთი თამაშის მაგგვარი, მაგრამ ერის ცხოვრება კი ნამდვილად უნდა იყოს ასეთი.
პრინციპში თემასაც ეხება ეს. დავიწყოთ სულ თავიდან, განმარტებებიდან.
ქანდაკება, გნებავთ სკულპტურა, ეს არის სახვით ხელოვნების ერთ–ერთი მიმართულება. სამ–განზომილებიანი ხელოვნების ნაწარმი, მასალად იყენებს ქვას (მარმარილო), თიხას, თაბაშირს, ლითონს, ხეს და სხვა მსგავს მაგარ მასალას. ამ მასალის დამუშავებით იქმნება მოცულობითი ფორმები და საბოლოოდ კი – დასრულებული ქანდაკება. ქანდაკება შეიძლება იყოს მცირე და დიდი სკულპტურული ნამუშევარი, შეიძლება იყოს ჯგუფური ქანდაკება ან ინდივიდუალური. განასხვავებენ მომრგვალო სკულპტურას (როგორიცაა ბიუსტი და ა.შ.), მონუმენტებს, ძეგლებს და ა.შ.
ძირითადად კი ორი სახის ქანდაკებაა: მრგვალი ქანდაკება, რომელსაც გარს შემოუვლი, და რელიეფი – რომელიც მოცულობით გამოსახულებას სიბრტყეზე ათავსებს.
მე ძალიან მიყვარს რელიეფი. ერთი პერიოდი ვოცნებობდი მესწავლა ქვაზე გამოყვანა. მაგრამ ორნამენტის დახაზვის ნიჭი არ მაქ და … ხელიც ჩავიქნიე. მამაჩემმა, სად გაქვს ამის ღონე, მქანდაკებლობას კუნთები უნდაო.

ხელოვნების ისტორიიდან ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ სხვადასხვა შედევრები, იქნება ეს ანტიკური პერიოდი – მირონი, ფიდიასი, ლისიპე თუ სხვა. გნებავთ ჯგუფური სკულპტურა – ლაოკოონი – ლესინგის მუზა.
შუა საუკუნეებიდან და რენესანსიდან გაგვახსენდება დონატელო, მიქელანჯელო. თქვენ ალბათ გაიხსენებთ, ინტერნეტში მრავლადაა, წიგნებშიც წერია, თუ როგორ უკვეთავდნენ აღორძინების ხანის სახელისუფლებლო წრეები ხელოვანებს ქანდაკებას, რომელიც უნდა დადგმულიყო კონკრეტულ ადგილას და რომელიც ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს. და როგორ ფიქრობთ, რას აკეთებდნენ ეს ჩვენი ცნობილი ხელოვანები? რას და სწავლობდნენ გარემოს. მოგეხსენებათ, ქანდაკება, რომელიც იდგმება ღია სივრცეში, საჭიროებს გარემოსთან ადაპტაციას, მორგებას. ქანდაკება არ უნდა ყვიროდეს იმ გარემოში, რადგან ეს გამაღიზიანებელია და რაც გამაღიზიანებელია, რაც ჩარჩოდან ვარდება, ის იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას. არავის მოსწონს ასიმეტრია, დისპროპორციულობა, ზომაზე მეტი ან ზომაზე ნაკლები. ბუნების წესია ასეთი. ჩვენ კი ბუნების შვილები ვართ და ხელოვნებაც ბუნებისგან ვისწავლეთ.
ასე იქცეოდა მიქელანჯელო, ასე იქცეოდა დონატელო, ფიდიასი, ასე იქცეოდა თვით ოგიუსტ როდენიც. გახსოვთ ალბათ ინტერნეტიდან მისი “კალის მოქალაქეები” – ჯგუფური ქანდაკება, რომელიც დადგმულია დაბალ ანტაბლემენტზე, სპეციალურად დაბალზე, რათა ადამიანმა თავის სიმაღლეზე აღიქვას ისინი. გაიხსენეთ მიქელანჯელოს “დავითი” –

დავითის ქანდაკება შექმნილია დაკვეთით და წარმოადგენს წინასწარმეტყველთა ქანდაკებების სერიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც უნდა განთავსებულიყო ფლორენციის საკათედრო ტაძრის სახურავის აღმოსავლეთით. თუმცა, საბოლოოდ მისი განთავსება მოხდა მოედანზე სინიორის სასახლესთან ახლოს

– ახლა გასაგებია თუ რატომ არის “დავითი” ასეთი დიდი. ის უნდა დადგმულიყო სახურავზე და ის ყველას უნდა დაენახა. საბოლოოდ კი მოედანზე დაიდგა, რაც მიქელანჯელოს გეგმაში არ შედიოდა. რას ვიზამთ, ბევრი რამ გაუფუჭეს მიქელას, მათ შორის “დიდი განკითხვის” უზარმაზარი ფრესკა – შიშველი ფიგურები შემოსეს. სხვათაშორის ამ დავითს წინადაცვეთა არ აქვს, რაც ებრაულ კანონებს ეწინააღმდეგება. მაგრამ მიქელასთან მოსეც ხომ არაებრაული გარეგნობითაა, თან “რქიანი”.

ვერ ვიტყვი რომ ხელოვნება უარყოფს სიმახინჯეს, რადგან მე როგორც მასწავლეს, სიმახინჯეს თავისი ადგილი უკავია. ეგ კიარა, გუდიაშვილი პოპულარიზაციას უწევდა სიმახინჯის ესთეტიზაციას. ხო, მე ასე მასწავლეს.
მე ისიც მასწავლეს, რომ ხელოვნება რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენაა, რთული როგორც ადამიანის სული. ჩვენ არ შეგვიძია კონკრეტული ხაზი გავავლოთ. ის არ არის მათემატიკასავით ზუსტი. ის ვარირებს ეპოქის იდეალების და მსოფლმხედველობის მეშვეობით და ასე იქმნება საინტერესო გზა ხელოვნების განვითარების ისტორიაში. სწორედ ეს ქმნის მის მრავალფეროვნებას.

მაგრამ მე ისიც მასწავლეს, რომ ხელოვნებაში გარკვეული კანონები მოქმედებენ. რადგან არ არსებობს უკანონო სამყარო. ხელოვნების ერთ–ერთი კანონია სწორედ ეს სიმეტრია.

სიმეტრია [ბერძ. symmetria] – რაიმე მთელის ნაწილების თანაზომიერი, პროპორციული განლაგება ცენტრის, შუაგულის მიმართ; თანაზომიერება, პროპორციულობა რისამე განლაგებაში.

სიმეტრია ფერწერაში სხვანაირად ვლინდება, გრაფიკაში სხვანაირად, არიქტექტურაში სხვანაირად და ქანდაკებაში – სხვანაირად.

ალბათ უნიჭობას უნდა დავაბრალო ისეთი ძეგლების გაჩენა, როგორიცაა
ველოსიპედის ძეგლი თბილისში

კვერცხებზე დადგმული შლოპანცები ბათუმის ბულვარში

ამჟამად ეს ძეგლი გადატანილია ბულვარში


პრომეთეს ძეგლი თბილისში, რომელიც ახლა სადაა არ ვიცი,
დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომელიც სულაც არ იყო გამიზნული ვარდების მოედნისათვის, მაგრამ საერთოდ არაფერი ესაქმება იქ სადაც ახლაა. სადაა და ჩო ზნაეტ…
გველეშაპის დამმარცხებელი ჭაბუკი თავისუფლების მოედანზე და ა.შ. რომელიც საერთოდ საშინელებაა, იმდენი მინუსი აქვს ამ ქანდაკებას – ძალიან მაღლაა, ოქროსფერია, თვითონ გამოსახულებაც არ ვარგა და ა.შ.

მაგრამ ამათთან შედარებით თითქოს უნდა ამოისუნთქოს მოქალაქემ. მესტიაში თამარის ძეგლი დაუდგამთ.

მცირე სკულპტურა, საიდანაც აიღეს ძეგლი

ძეგლი ადგილზე


რომ შეადაროთ, მიხვდებით, რომ ჯობდა ეს სკულპტურა ძეგლად არ გაეხადათ, რადგან იგი არ იყო გათვლილი ძეგლობისთვის. ეს ყველაზე დიდი მინუსია. როგორც არ შეიძლება კინოში თეატრის ყველა ელემენტი გადაიტანო, ისევე არ შეიძლება ძეგლებად აქციო ყველა ქანდაკება. ესეც ხელოვნების ერთ–ერთი კანონია.
ამის გაუთვალისწინებლობამ კი გამოიწვია ის, რომ უმეტესობა დიდი უარყოფითი განწყობით შეხვდა ამ ძეგლის გამოჩენას. მათ შორის მეც. მაგრამ რას ვიზამთ, ხელისუფლებამ იცის რომ ძალა აღმართს ხნავს. ჩემის მხრივ, გამიკვირდა რომ მესტიაში დადგეს. აქაც სიმბოლურ დამთხვევას ვერ გავექეცი (იქნებ არც კია დამთხვევა) – მთაში თამარის სახელი გაღმერთებულია, იმდენად უყვართ. ხოდა დაუდგეს რაღაც საშინელება…
დავამატებდი, რომ მე არასდროს მომწონდა მონუმენტური, გრანდიოზული ძეგლები, რადგან მაგათ ფართო სივრცე სჭირდებათ, გამომდინარე მათი მონუმენტური ხასიათიდან… მე კი მიყვარს ცოცხალი ქანდაკებები, მიყვარს იაკობ ნიკოლაძის სტილი და არ მომწონს კანდელაკის მიმართულება…

ეს ავტორის სხვა ნამუშევრები
სურათები აღებულია ფორუმ.გე–დან
ბონუსად კი ე.წ. ოლვეის ულტრა ხიდი რიყეზე, ისტორიულ უბანში, რომელსაც ოფიციალურად მშვიდობის ხიდი ჰქვია.

სურათი აღებულია რუსთავის ფორუმიდან

ძველ უბანში ხეტიალისას, ერთი ორი საშინელება კიდე შემხვდა, ოღონდ ისინი შენობებია, როდისმე აუცილებლად მივალ და სურათს გადავუღებ და გაჩვენებთ… მე კი დავტკბები ძველი, ნამდვილი ხელოვანების შემოქმედებით, დავტკბები იმ არქიტექტურული ანსამბლით, რომელიც კონკრეტულ ლანდშაფტს არის მორგებული, დავტკბები ქანდაკებებით, რელიეფებით, დავტკბები იმ გალერეებით, სადაც სურათები იმგვარადაა გამოფენი, რომ არ იკარგებიან…

10 comments on “ძეგლები და ქანდაკებები

  1. ბათუმში რედისონისკენ რომ დგას დაჭმუჭნილი ბოთლის პატარ ქანდაკება ნახე? :) ან ეს სათუთი კვერცები რაღ იყო? ეჰ უდროობას რა ვუთხარი მე და ერტ აღფრთოვენებული პსტი კი უნდა მიმეძღვნა ამ საოცრებისთვსი :)

    • ეგ არ მინახია, ვაიმე ბოთლის ძეგლიც გვქონია :ო
      რა დავაშავეთ?

      • პატარაა და უცებ ვერ შეამჩნევ . . . დაშავებით რაც რა დავაშავეთ აქ არ დავწერ, შენც მეცოდები და ჩემი თვის :)

  2. იმედი მაქვს კიდევ დაემატება ერთი.
    მალე.
    ბათუმში.

    ფონთან დაკავშირებით შენს დას ვეთანხმები.
    უჟასია.

  3. მამაშენი მომწონს :)
    ჰოოდა…
    ველისაპეტის ძეგლს მერჩივნა, ბილიკი გაეკეთებინათ და მე ვიმუშავებდი ცოცხალ და მოძრავ ძეგლად :)
    რუსთავის ფორუმზე რა გინდოდა, გოგო :) მომაგენი იქაც? :)

    • აზრზე არ ვარ იქ რომელი ხარ, უბრალოდ გუგლში ძებნისას სურათი ამომიგდო და წყარო მივუთითე ^^

      პ.ს. ლორდ, შევცვალე ბექი ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s