სანამ მიმოხილვას დავიწყებდე, მინდა მოგახსენოთ რომ ჯერ უნდა გაერკვეთ რა გინდათ, როგორი ელექტრონული წიგნი გინდათ (ყველა რიდერს თავისი მახასიათებლები აქვს) და შემდეგ უკვე იყიდოთ იგი. ერთი კი იცოდეთ, არცერთი რიდერი არ არის იდეალური ან უნივერსალური, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რას ითხოვთ თქვენ რიდერისგან.
მე მაგალითად ავარჩიე ქინდლ თაჩი (Kindle Touch), რომლის რეალიზება აშშ–ში 2011 წლის ნოემბრიდან ხდება.
რას აკეთებს ქინდლ თაჩი?
ის არის ქინდლის ოჯახის უახლესი თაობის ელექტრონული რიდერი და კითხულობს ელექტრონულ წიგნებს, აქვს E-ink ეკრანი, რაც ხელს უწყობს კომფორტულ კითხვას, ზომებში მცირეა, სადღაც დღიურის ბლოკნოტის ზომის, არც ისე მძიმე (გადამზიდავმა კომპანიამ მიანგარიშა მიახლოებით 0.4 კგ–ად). მისი ეკრანი სენსორულია, ძალიან მგრძნობიარე და არა მარტო თითების პარტყუნი, არამედ მავთულიც რომ დაადოთ, მაშინაც რეაგირებს. ამიტომ გაუფრთხილდით და მიეჩვიეთ touch ფუნქციას. თუ თქვენთვის ეს მოსახერხებელი არაა, მაშინ სჯობს თავიდანვე გაითვალისწინოთ ეს.
აქვე შენიშვნა: აუცილებად გაითვალისწინეთ მგრძნობიარე ეკრანი და როცა მის გაწმენდას დააპირებთ, გამოიყენეთ სპეციალური სველი სალფეთქები (რომელიც ლეპტოპის ეკრანისთვის გამოიყენება). გაწმენდის წინ გამორთეთ ქინდლი და სალფეთქით ნაზად გადაწმინდეთ ეკრანი.
რა შედის ქინდლ თაჩის კომპლექტში?
შედის თავად ქინდლი, USB კაბელი და პატარა, მუყაოს ინსტრუქცია. არც ყურსაცვამი, არც ადაპტერი, არც ნათურა და არც ყდა (ანუ ქოვერი) არ მოჰყვება, ის უნდა შეიძინოთ ცალკე.
რა ფორმატის ფაილებს კითხულობს ქინდლ თაჩი?
რიდერი კითხულობს .azw .txt .pdf (რაც მე გამოვცადე) ფორმატის ფაილებს; ამასთან კითხულობს MOB ფორმატის ფაილებს (უკვე გამოვცადე). ვერ კითხულობს: word doc, FB2, djv და სხვა ფორმატის ფაილებს. საჭიროა მათი კონვერტაცია, რათა ქინდლიმ აღიქვას იგი და თქვენ კი წაიკითხოთ.
საჭირო ფაილებს ან გადმოიწერთ პირდაპირ ქინდლში ამაზონის საიტიდან, ან კომპიუტერის საშუალებით ჩაყრით. კომპიუტერზე მიერთების შემდეგ, თქვენი კომპი ქინდლს აღიქვამს როგორც ცალკე Device–ად. შეხვალთ და ფოლდერში Documents ჩააგდებთ წიგნებს. სხვა ფოლდერში თუ ჩააგდებთ, ქინდლი მას არ აღიქვამს.
აქვე შენიშვნა: კითხულობს ყველა ენაზე, მათ შორის ქართულზეც. თუ არის ტექსტური ფაილი, სადაც გამოყენებულია Sylfaen–ის ქართული, მაშინ გილოცავთ – თქვენ ქართულ წიგნს წაიკითხავთ.
ქინდლ თაჩს ასევე აქვს აუდიო ფაილის მხარდაჭერა და აღიქვამს MP3 ფაილებს (რაც მე გამოცდილი მაქვს), გამიგია რომ აღიქვამს ასევე AA და AAX ფორმატის ფაილებსაც. აუდიო ფაილის მხარდაჭერა გულისხმობს: ა) აუდიო წიგნის “წაკითხვას”; ბ) მუსიკის მოსმენას კითხვის პროცესში.
აუდიო ფაილები უნდა ჩააგდოთ: ა) აუდიო წიგნები ფოლდერში Audible, ხოლო ბ) MP3 ფაილები – ფოლდერში Music. სხვაგან თუ ჩააგდებთ, ქინდლი მას უბრალოდ ვერ დაინახავს.
გაითვალისწინეთ: წვრილი ჯეკი აქვს და ყველა ტიპის ყურსაცვამი არ უდგება.
ინტერნეტი ქინდლ თაჩში
ქინდლ თაჩს ამაზონი ჰყიდის ორი ვარიანტით: with Special Offers (ანუ რეკლამით) და without Special Offers (ანუ რეკლამის გარეშე), ფასიც შესაბამისად განსხვავებული აქვს. კიდევ ერთი განსხვავება არის შემდეგი: რეკლამიან თაჩს აქვს მარტო WiFi მხარდაჭერა (ანუ უკაბელო ინტერნეტი) და ურეკლამოს – WiFi და 3G. აქვე მინდა გითხრათ, რომ რეკლამა ქინდლ თაჩის Home page–ზე წიგნის კითხვაში ხელს არ შეგიშლით. საწყის გვერდის ძირზე ჩნდება ყოველთვის და როგორც კი წიგნზე გადახვალთ, თავისთავად ქრება. მაგრამ იმისათვის რეკლამა ნახოთ, ინტერნეტი უნდა გააქტიურდეს და საკმარისია შემთხვევით “დაგეჭიროთ” რომ ინტერნეტი ირთვება.
მე არ ვიცი როგორ მუშაობს 3G ქინდლ თაჩში, მაგრამ მსმენია რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამას ვერ გამოიყენებთო. ასე თუ ისე, ორივე ვარიანტს აქვს WiFi და ეს კი სავსებით საკმარისია.
გაითვალისწინეთ: როცა კი დააპირებთ კომპიუტერიდან ქინდლ თაჩის გამოთიშვას, My Computer–იდან აუცილებლად გაუკეთეთ Eject. თუ ეჯექთის შემდეგ მიერთებულს დატოვებთ უესბე კაბელით, მაშინ თქვენ შეძლებთ წაკითხვას და ქინდლის დატენვას პარალელურად.
აქვე ჩემი მეX შენიშვნა: ჯერ–ჯერობით არ გამომიცდია ბატარეების სიმძლავრე. ვფიქრობ ამას მაინცდამაინც არ განვიცდი, რადგან მობილურზე მიჩვეული ვარ ყოველ ორ დღეში დატენვას. თუმცა ამაზონი ამბობს, რომ ქინდლ თაჩის ბატარეების მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 2 თვე. თუ ხშირად გამოიყენებთ უკაბელო ინტერნეტს, მაშინ ცხადია ბატარეები მალე დაჯდება და არ გაგიკვირდეთ თუ 2 თვე არ გეყოთ.
აქვე, რა არ მომეწონა:
ა) ამაზონის მტკიცებით, ქინდლ თაჩს აქვს 4 გბ მეხსიერება (რომელიც არ ეზრდება), სინამდვილეში კი არის 3 და რაღაცა, აქედან გარკვეული ნაწილი უკავია მოხმარების სახელმძღვანელოს (რომელიც ქინდლში წერია), ლექსიკონებს, პროგრამას და ა.შ. ანუ სადღაც 2 და რაღაცა მაქვს წიგნებისთვის. რაც არ მომეწონა, მაგრამ რას ვიზამთ. ამაზონის ვირტუალური ბიბლიოთეკის იმედი მაქვს. იმიტომ რომ აუდიო წიგნების მოცულობა დიდია, ვიდრე ტექსტური ფაილების, ხოდა, ეს დიდ ადგილს შემიჭამს…
ბ) ვერსად ვნახე საიდან გადმოვწერო უფასო წიგნები. არადა ამაზონი მპირდებოდა რომ უფასო მხატვრულ ლიტერატურას მომცემდა. ეჭვი მაქვს, რომ ტუფტა დაპირებაა. რამდენჯერაც ქინდლიდან შევდივარ ამაზონის საიტზე, მხვდება ფასიანი წიგნები 2 დოლარად. ნუ ალბათ ერთხელ გავიმეტებ ორ დოლარს, მაგრამ ყოველთვის არ მინდა ეგრე, ვა…
(განახლება: უფასო წიგნები ამაზონისგან ქინდლისთვის: შედი აქ
გ) თუ Collections–შია ჩაგდებული წიგნი, მის Archived Item–ში გადატანას ვერ შეძლებთ. მარტო წაშლის ფუნქციაა (Delete), ასე რომ, თუ გინდათ წიგნის ამაზონის ბიბლიოთეკაში შენახვა, ჯერ იგი კოლექციის გარეთ უნდა გაიტანოთ. არქივში გადააქვს მხოლოდ თავისი ფორმატის წიგნები, სხვა ფორმატს უბრალოდ შლის…
დ) ყველა წიგნს არ აქვს X-ray Feature
სხვა ქინდლები
თუ თქვენ გაქვთ სხვა ქინდლები, არ დამწუხრდეთ, Keyboard ან Mini ან Touch, ერთნაირად კარგია წიგნის კითხვის ამბავში. სხვა დანარჩენი განსხვავება გამომდინარეობს მკითხველის გემოვნებიდან.
დაწყება
ქინდლ თაჩს აქვს Home button, რომელიც გაბრუნებთ საწყის გვერდზე. ჩასართავი, უესბე პორტი და აუდიო ჯეკი (audio jack), ცხადია შესაბამისი სპიკერებით.
გაითვალისწინეთ: ქინდლ თაჩს აქვს ასევე ერთგვარი Screen Saver და როცა გარკვეული დროის მერე აღარ იყენებთ, გადადის ე.წ. ძილის რეჟიმში. გამოსაღვიძებლად, ამბობენ რომ Home button–ს უნდა დააჭიროთო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ჩამრთველი (Power button) ღილაკი მოქმედებს. ამიტომ დააჭირეთ თქვენც მას!
ყიდვისთანავე უკვე დარეგისტრირებულია ამაზონზე.
საწყის გვერდზე, ზედა კუთხეში არის Menu ღილაკი, რომელიც რამოდენიმე საჭირო ფუნქციას გადმოგიშლით, მათ შორის ინტერნეტის ჩართვას. ბოლოში მას აქვს Experimental, სადაც გადასვლისას თქვენ ნახავთ Web Browser, MP3 Player და Text-to Speech ფუნქციებს.
ინტერნეტი იცით რაც არის – ქინდლს აქვს ჩვეულებრივი ბრაუზერი, რომლითაც გადახვალთ ნებისმიერ საიტზე (მე შევედი გუგლზე და ფეისბუქზე), აქვს ქუქის სისტემა და ა.შ., მპ3 პლეიერიც ჩვეულებრივი პლეიერია, რომელიც უკრავს Music ფოლდერში ჩაგდებულ აუდიო ფაილებს მხოლოდ იმ თანმიმდევრობით, როგორც თქვენ ჩააგდებთ. და ბოლოს Text-to-Speech ფუნქცია – ქინდლი თავად წაგიკითხავთ წიგნებს. მე მარტო ინგლისური წიგნები წამიკითხვა, სხვა არ გამომიცდია და მგონი არც იზამს.
უკან დასაბრუნებლად გამოიყენეთ ზედა პანელზე დახატული ისრით.
Settings – აქ არის რეგისტრაციის, უკაბელო ინტერნეტის მოძიება–ჩართვის, კითხვის ოპციები, მოწყობილობის ოპციები და ლექსიკონების სეთინგი. Device Options – ეს ფრიად საინტერესო ფანჯარს ხსნის. აქ შეგიძლიათ დააყენოთ პაროლი (მე არ გირჩევთ!), დრო, შეურჩიოთ ქინდლს სახელი (სხვათაშორის ჩემსას უკვე აქვს: Tobias Grey, ოღონდ არ მკითხოთ რატომო, დიდი ლირიური გადახვევა მომიწევს), პირადი ინფორმაცია (როგორიცაა სახელი, გვარი, ტელ ნომერი და ა.შ.) და ქინდლის ელ.ფოსტაზე გაგზავნის ფუნქცია (ეს ჯერ არ გამომიყენებია).
Create Collections – ეს კარგი ფუნქციაა, ქმნის ფოლდერებს და გეხმარებათ დაახარისხოთ წიგნები თქვენთვის სასურველი თემატიკის მიხედვით. მე მაგალითად ინგლისურ ენოვანი, რუსულ ენოვანი და ქართული წიგნები მაქვს ცალ–ცალკე.
დანარჩენები მარტივია და თქვენც კარგად გაერკვევით.
თუ რამე ახალს და სასარგებლოს გავიგებ, აუცილებლად დავდებ ცალკე პოსტად ან განვაახლებ ამავე პოსტში.
I Love my Kindle Touch and yours too…

მშვენიერია
ჩემთან დატენვის პრობლემა მოხსნილია,სამ ოთხ-დღეში ერთხელ ერთ წიგნს მაინც ვამატებ და სანამ ვამატებ, იტენება კიდეც.
აი, განათება მჭირდება, ვატყობ.
მეც.. ვგრძნობ ამის საჭიროებას… ძილის წინ მინდა წაკითხვა, უჰ თან როგორ…
arada aris ufaso wignebi amazonze me viyide ufasod
რომელი? Kindle Classics? გმადლობთ, ვნახე მეც და ცოტაა.. ჰა ჰა 50 წიგნი ძლივს არის, გადმოვწერე შექსპირის კომედია ერთი (!), კონან დოილი, ჯეინ ოსტინი, შარლოტა ბრონტეს ჯეინ ეარი, ალან პო და ა.შ. ზუსტად აღარ მახსოვს..
თუ რამე გზა იცი სხვა, მასწავლე მეც და სხვებსაც ^^ დიდად მადლიერი დაგრჩებით ყველანი