Great Musicians – stop and hear the music

ძირითადად მევიოლინეებზე მსურს საუბარი. არის რამოდენიმე მუსიკოსი, რომელთაც პირველი მოსმენისთანავე მომხიბლეს. ვიოლინოზე დაკვრას ნუ ეხუმრებით. ეს რთულია.

პირველი, ვინც ღირსია რომ ვახსენო, ესაა ჯოშუა ბელ (Joshua Bell). უნიჭირესი მევიოლინე, სიტყვები არ მყოფნის დასახასიათებლად. ეს სწორედ ის კაცია, ვინც ასეთი ცდა ჩაატარა მეტროში: უხეიროდ ჩაცმული იდგა მეტროს გადასასვლელში და უკრავდა ვიოლინოზე კლასიკურ ნაწარმოებს. მხოლოდ ერთმა ქალმა იცნო და იდგა საათები და უსმენდა, დანარჩენებმა არათუ ვერ იცნეს, მუსიკასაც არ მოუსმინეს. არადა ღვთაებრივად უკრავდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ხელოვნება ყველასთვის არაა… ჯოშუა ისეთი ნიჭიერია, კინომუსიკის გაფორმებისთვის ხშირად იწვევენ…

:

აგერ ვიდეოც..

ჩვენთანაც, მიწისქვეშა გადასასვლელებში, დგანან მუსიკოსები და უკრავენ. ვინც მომწონებია, გავჩერებულვარ და მომისმენია, ვინც არა (და ასეთი ვაი რომ ბევრია), უბრალოდ გვერდით ჩამივლია.

ეს მეორე ვიდეო ჯოშუასი…

 

მეორე ვინც მინდა რომ ვახსენო, არის დევიდ გარეტი (David Garrett). აქაც უკომენტაროდ შემოვიფარგლები.

 

მესამე ცხადია, ვანესა მეია… ოხერი ქალია, გარდა იმისა, რომ ტექნიკა აქვს ბრწყინვალე, უკრავს ელექტრონულ ვიოლინოზე (მაშინ როცა ჯოშუა და დევიდი – ხის; ორივე უკრავს სტრადივარიუსზე) და თან შესანიშნავად ახერხებს შოუს დადგმას.

განსაკუთრებული ადგილი: წუხელ მუზამ აღმოჩენა გამაკეთებინა. იუთუბზე ბოდიალისას ისეთ მუსიკოსებს წავაწყდი, პირდაპირ ჩავდნი, გავითიშე და მუსიკის ჯადო–საბურველში გავეხვიე.

ესენი არიან the Piano Guys – ამ სახელის ქვეშ ორი მუსიკოსია გაერთიანებული: ჩელისტი, პიანისტი. ესეც მაგათი საიტი: http://thepianoguys.com/music/

მე ყოველთვის ვცდილობდი მუსიკოს შემსრულებლებში დამენახა ის კავშირი ინსტრუმენტსა და მუსიკოსს შორის, რომელიც ქმნის ღვთაებრივ მუსიკას. და მინდა გითხრათ, მე ის აქ დავინახე…

მოუსმინეთ და იგრძენით, უყურეთ და გაიცანით.. მე ვამაყობ რომ დღეიდან ვიცი მათ შესახებ

Love you guys, You are very talented, very very… and I’m fond of your magic music …

And this is my favorite:

How sweet the music is, how flexible the fingers are.. I’m fascinated, I’m charmed..

p.s. პირველად ვწერ “Windows Live Writer”–ით; ლორდმა დამანათლა, მის ფუნქციებში კი ნელ–ნელა ვერკვევი. საოცარია რომ პოსტებს მანახებს და ბლოგის დრაფტებს არა, თუ აქედან არ შევქმენი ახალი დრაფტი.

19 comments on “Great Musicians – stop and hear the music

    • მმმ ^^ რა არის ვაა… ნუ გამაიდეალებინებ თავს :დ რას მიშვები, ცოდო არ ვარ? :დ

        • ვგიჟდები ხემიან საკრავებზე, მათ ოსტატებზე და მევიოლინეებზე.. არ ვიცი, ეხლა როგორც გინდა შენი დაკრული მომასმენინე :დ :დ
          აუდიო ფაილის სახით ჩაწერე, მარტო ხმა რომ ისმოდეს

  1. ხემიანები ჩემი დიდი სისუსტეა :) არ აქვს მნიშვნელობა, ვარსკვლავი უკრავს თუ ახალბედა კონკურსანტი – მაინც ვუსმენ.

    დაკვრა შვიდწლედთან ერთად ჩავაბარე წარსულს. შინ ჩემი პირველი ვიოლინო მაქვს მხოლოდ – მერვედი :) გრიფზე ერთი თითი მეტევა და ოთხივე სიმს ერთად ვწვდები :)

    • მე საუბედუროდ მხოლოდ მოსმენა შემიძლია :) ან შეიძლება საბედნიეროდ არის ეგ და მე ვერ ვხვდები :) ვგიჟდები რა, რა ჟღერადობა აქვს თან…. მხოლოდ ვოკალს თუ ავაყოლებ :(
      გადასარევი პოსტია <3

  2. საინტერესო ექსპერიმენტი ჩაუტარებია. სამწუხაროც.
    შენსავით არ მესმის მუსიკა, მაგრამ მესიამოვნა ამათი მოსმენა:)

    • პირიქით, მე მიხარია რომ ბლოგერობა დავიწყე და ამდენი ხალხი გავიცანი ^^

  3. ჯოშუა მართლა ძალიან მაგარია, ვანესაც… დანარჩენებს არ ვიცნობდი აქამდე. და კიდევ მიყვარს იცხაკ პერლმანი, საოცარი ემოციით უკრავს….

  4. WTF :)
    სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი სტეფან გრაპელი …
    და ჟან-ლიუკ პონტი(ც)

  5. Whats up very nice site!! Guy .. Beautiful .. Superb .. I will bookmark your site and take the feeds additionally? I’m glad to seek out numerous useful info here in the publish, we’d like work out extra strategies in this regard, thank you for sharing. . . . . .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s