“ტაბულა”–მ ინგლისური ენა არ იცის?!

არ გეგონოთ, რომ ავი სიხარულით გაღჟენთილმა დავიწყე ამ პოსტის წერა. აი, დამცინავი ტონი – ეს კი. დაცინვა ამ პოსტში უხვად იქნება. რადგან ვთვლი, რომ თუ პრეტენზია გაქვს მაღალ ხარისხზე და ინფორმაციის სანდოობაზე, ასეთი შტერული შეცდომა არ უნდა დაუშვა სერიოზულ სახელს წაპოტინებულმა ჟურნალმა. ეხლა დაე თვითონ იწვნიონ როგორია სიცილი..

მამაჩემის წყალობით ხელში ჩამივარდა ამ კვირის, ამ თვის, ამ წლის ჟურნალ ტაბულას ერთ–ერთი გვერდის დასკანირებული ვარიანტი. აქვე შემოგთავაზებთ, ინებეთ:

сканирование0001

როგორც კი თვალი გადავავლე ამ ტექსტს, მივხვდი რომ დილეტანტის ნაწერია. უფრო უარესი: უვიცის და ამ სფეროში გაურკვევლის. პირველი რაც თვალში მომხვდა: ანტიკური დამწერლობის ასოებია გამოყვანილიო. ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში ანტიკური (მომდინარეობს სიტყვა antique–დან, თვითონ პერიოდს ჰქვია antiquity ან კლასიკური ხანა) გულისხმობს ანტიკის პერიოდის კუთვნილებას, ანუ რომლის ქრონოლოგიური ჩარჩოები ასეთია: ძვ. წ. VIII – ჩვ. წ. V საუკუნის შუა წლები. დამწერლობა, რომელსაც ნეოასურულ სახელმწიფოში იყენებდნენ, ანტიკური ხანის გამოგონება არაა, დამწერლობა ლურსმულია, ანტიკურ პერიოდამდე უფრო ძველი. ასე რომ თვითონ ძეგლია (ფირფიტა) დათარიღებული ანტიკური ხანით და არა დამწერლობა! მეორე, რაც თვალში მომხვდა, ესაა ის, რომ ეს “აქამდე უცნობი დამწერლობის ასოები” გაშიფრეს, დადასტურებულად თან. ვის ატყუებთ თქვე ოხრებო! უცნობი დამწერლობის გაშიფრა კომპიუტერზე ტექსტის აკრეფვა ხომ არ გგონიათ? იცით რამხელა შრომა უნდა? და თანაც, ყველა მეცნიერი სწორად კი არ შიფრავს?! დანარჩენი ბლა–ბლა–ბლაა და პოპულისტურად ნაწერი უვიცობა… უკვე ლამის ყოველი სიტყვა გადავამოწმო, აღარ ვენდობი!

ამიტომ ავდექი და მოვიძიე ორიგინალი, ანუ წყარო საიდანაც ეს “დაიჯესტი” გამოწურეს.

ვაიმე და ვუიმე.. როგორ ხშირად ვიხსენებ თამუნას სიტყვებს, სხვისი ნათარგმნის გასწორებას ხელახლა ვთარგმნო, ეს მირჩევნიაო. ვაგლახ, ასეთი თარგმანი ვის არ შეშლის ჭკუიდან…

ორიგინალი  ინფორმაციის წყარო: http://www.cam.ac.uk/research/news/archaeologists-discover-lost-language/

(და კიდევ ესეც: http://zwingliusredivivus.wordpress.com/2012/05/10/an-ancient-language-newly-discovered-is-it-shubrian-what-is-shubrian/ ეს კაი ბლოგია)

სადაც წერია, რომ თურქეთში, ზიარეთ თეფეს არქეოლოგიური გათხრებისას იპოვეს სასახლის ნანგრევები და ერთადერთი თიხის ფირფიტა (სავარაუდოდ სასახლის გადაწვის შემდეგ გამომწვარი) ოდნავ შელახული სახით (დაზიანებულია).

The evidence for the language they spoke comes from a single clay tablet, which was preserved after it was baked in a fire that destroyed the palace in Tušhan at some point around the end of the 8th century BCE. Inscribed with cuneiform characters, the tablet is essentially a list of the names of women who were attached to the palace and the local Assyrian administration.

ამ ციტატაში წერია, რომ თიხის ფირფიტაზე ლურსმულზე შესრულებული წარწერაა, სადაც წარმოდგენილია ქალების (სავარაუდოდ მონების) სახელები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ადგილობრივ ასურულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან (რადგან აქ სასახლის ნანგრევები იპოვეს).

ხედავთ ხო, რომ სახეზეა “ტაბულას” სტატიის/ დაიჯესტის პირველი უხეში შეცდომაც?

ყველაზე საინტერესო მერე მოდის.

MacGinnis was handed the task of deciphering the tablet and has identified a total of 144 names, of which 59 can still be made out. His analysis systematically rules out not only common languages from within the Assyrian Empire, but also other languages of the time – including Egyptian, Elamite, Urartian or West Semitic. Even at its most generous, his assessment suggests that only 15 of the legible names belong to a language previously known to historians.

აქ წერია, რომ სულ 144 სახელია ამოკითხული, რომლიდან 59 ჯერ ისევ იკითხება. ანალიზმა ცხდაჰყო, რომ აქ არის არა მარტო ასურული სახელები, არამედ ეგვიპტური, ელამური, ურარტული ან დასავლურ სემიტური.  ანუ იმედია ხვდებით, რომ საუბარია  მონა ქალთა სახელების წარმომავლობაზე (და არა საკუთრივ დამწერლობაზე). საუბარია იმაზე, რომ სახელების გარკვეული ჯგუფი არა ასურული წარმოშობისაა, შესაბამისად სხვა ენას ეკუთვნის, რომელიც ისტორიკოსებისთვის უცნობია. ვისაც კი ოდისმე წაუკითხავს ჩედვიკის “მიკენური სამყარო”, ან მსგავსი, გაახსენდება ამოკითხული აბზაცები იმის თაობზე, თუ როგორი რუდუნებით შიფრავენ ხოლმე ენათმეცნიერები სახელების წარმომავლობას და ენობრივ მიკუთვნებას. ეს უნდა იცოდე, ეს უნდა გქონდეს წაკითხული.

შენ, რომელსაც წინ გიდევს ინგლისურენოვანი სტატია და გინდა აქედან დაიჯესტური ნიუსი გააკეთო, უნდა გესმოდეს შინაარსი, უნდა გესმოდეს როგორ თარგმნო ისე, რომ აზრი არ დამახინჯდეს, თორემ მიიღებ პოპულისტურ აბდაუბდას –  როგორი ლოგიკურად შეუსაბამო დაკვნებია: ფირფიტაზე უცნობი დამწერლობის ნიშნებია, წარწერა კი მაინც გაშიფრეს და დაადგინეს რომ აქამდე უცნობი ენაა…

მეცინება. აი მაგრად მეცინება. ჟურნალი ტაბულა და ამხელა ამბიცია! როგორ ადვილად შეიძლება წყალს გააყოლო სახელი.. საერთოდ მე იმაზე დავფიქრდი, რომ ამბიცია ამ მაშტაბების არ უნდა იყოს… ცოტა დაუწიეთ დაბლა, ქალბატონო რედაქტორო.

საერთოდ რაც რედაქტორია, ის არის მთლიანად ჟურნალიც და მისი თანამშრომლებიც. ვერავინ დამაჯერებს რომ რედაქტორის პირადი მოწონებით არ არიან მანდ მოხვედრილები. მადამ, რა კარგი “გემოვნება” გქონიათ… ასე გააგრძელეთ და პოსტების თემაც არ მომაკლოთ…

About these ads

5 responses

  1. აუ, აუ! ყოჩაღ ტაბულას : ))

    1. ბრავისიმო

  2. ამას ბევრი ვერავინ გამოარკვევდა ალბათ და ამის იმედი აქვთ :D

    1. ყველას რავა მაგის იმედი აქვს :დ :დ :დ :D

  3. ბევრი ლაფსუსი მოსდის ამ ბოლო დროს ტაბულას. სტარტი გაცილებით უკეთესი ჰქონდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 101 other followers

%d bloggers like this: